ჩვენ შესახებ

გასტრონავტი  სტუმართმასპინძლობის ბიზნეს განვითარების საგენტოა, რომელიც გასტრონომიული სფეროს წამყვან სპეციალისტებს, რესტორატორებს, ჰოტელიერებს, შეფმზარეულებს გასტრონომიული კულტურის აღორძინებისა და პოპულარიზაციის მიზნით აერთიანებს.  

გასტრონავტი 2013 წლიდან დღემდე საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც უძველესი გასტრონომიული კულტურის, ტრადიციების, ისტორიის მქონე ქვეყნის  წარმოჩენასა და გასტრონომიული ტურიზმის სფეროს განვითარებაზე ზრუნავს.     

 



საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, უნიკალური სამზარეულოს მქონე ქვეყნის, მრავალფეროვანი სტუმართმასპინძლობის კულტურისა და ტურიზმის განვითარება.

 

  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე  მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მონაწილეობით, სტუმართმასპინძლობის და სამზარეულოს ცნობადობის ამაღლება; 

 

  • სტუმარმასპინძლობის სფეროს კომპანიების მხარდაჭერა -  გასტრონომიული ლოკაციის კონცეპტუალური განვითარების, სერვისების გაუმჯობესებისა და  ცნობადობის ამაღლების მიზნით.
  • ერთობა - საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებული, გულანთებული ადამიანების მიმართ რწმენა;  
  • განვითარება - საქართველოს უკეთესი გასტრონომიული კულტურის მომავლის იმედი; 
  • პროფესიონალიზმი - გასტრონავტი სფეროს წამყვანი პროფესიონალები აერთიანებენ, რომელთათვისაც სტუმართმასპინძლობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სტუმართმასპინძლობა კომპლექსური ცნებაა, რომელიც  ფილოსოფიის, ისტორიის,  ლიტერატურის, რელიგიის, ეთნიკურობის, კულტურისა და  სოციო-ეკონომიკური ასპექტების სინთეზსს მოიცავს,  მის მთავარ სუბიექტად კი,  საკვები გვევლინება. 

სწორედ, სტუმართმოყვარეობა ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე, შესაბამისად, გასტრონავტის ფილოსოფიაც  სტუმართმასპინძლობის კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას ეფუძნება.