Tour Duration: Discover the gastronomy of Tusheti
პირველი დღე:
თბილისი - ალვანი - ომალო - შენაქო - დიკლო - ომალო გასვლა თბილისიდან თუშეთის მიმართულებით (07:00 სთ-ზე ველოსიპედის ძეგლიდან); ყავის შესვენება გზად თელავში; ნაშუადღევს ასვლა ომალოში და განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო დასვენებისათვის (ერთი საათი). ნაშუადღევს მოვინახულებთ შენაქოსა და დიკლოს, სადაც დავაგემოვნებთ ტრადიციულ თუშურ კალტს (სანათა ბებოს საფირმო კერძი);
საღამოხანს ვიზიტი ომალოში ტრადიციულ თუშურ ოჯახში და მასტერკლასი, სადაც მოვამზადებთ და მივირთმევთ თუშურ ხანჯლით დაკეპილ ხინკალს. ღამისთევა ომალოში;
მეორე დღე:
ომალო - ქუე (ნიამორების გადმოსახედი), პირიქითის თუშეთი და სოფლები: დართლო, კვავლო, ფარსმა სასტუმროში საუზმის შემდეგ ვესტუმრებით ძველ ომალოში კესელოს ციხეებს, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები. თავისუფალი დრო ფოტოების გადასაღებად; შემდგომ მოვინახულებთ ქუეს - ნიამორების გადასახედს; ნაშუადღევს ვესტუმრებით ტრადიცილიულ თუშურ ოჯახს და გვექნება მასტერკლასი ჩობან ყაურმის მომზადებაში (გამომდინარე იქიდან, რომ ამ კერძის მომზადებას 7-8 საათი ესაჭიროება, მასტერკლასის შემდეგ გავემგზავრებით პირიქითის თუშეთში); შემდგომ მოვინახულებთ სოფლებს: დართლოს (სადაც გვექნება სადილი), კვალოს, დანოს და ფარსმას. საღამოხანს დავბრუნდებით ქუეში, სადაც ვახშმად გვექნება ჩვენს მიერ მომზადებული ჩობან-ყაურმა, ასევე გვექნება მასტერკასი, სადაც მოვამზადებთ და დავაგემოვნებთ: კოტორი, ცხვრის მწვადი, ერბოანყვა, გუდის ყველი, ხავიწი მაჭიკით და გორდილა, და სხვა გემრიელობები, ხოლო ტრადიციულ თუშურ სუფრას გაგვილამაზებს ადგილობრივი თუშური ფოლკლორი; დაბრუნება და ღამისთევა. ომალოში;
მესამე დღე:
გომეწრის ხეობა
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით გომეწრის ხეობისაკენ, მოვინახულებთ სოფელ ბოჭორნას, რომელიც ითვლება ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფლად; თავისუფალი დრო ფოტოების გადასაღებად; შემდეგ გავემგზავრებით ულამაზესი სოფელი დოჭუს მოსანახულებად. დავბრუნდებით ომალოში და გვექნება მასტერკლასი, სადაც მოვამზადებთ და დავაგემოვნებთ: კოტორს, დათხურს, ქუმელს, ჩავეს, ფუხლუწოს და გორდილას;
საღამოხანს დაბრუნება ომალოში ტრადიციულ თუშურ ოჯახში და ვახშამი გარმონის თანხლებით (ღამისთევა ომალოში).
მეოთხე დღე:
ომალო - თბილისი
სასტუმროში საუზმის შემდეგ თავისუფალი დრო ომალოში სასეირნოდ / ფოტოების გადასაღებად და გამგზავრება თბილისის მიმართულებით; საღამოხანს დაბრუნება თბილისში. დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და ემოციებით.
ღირებულებაში შედის:
- გიდი/მეგზური: გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტი და გასტრონომიული მკვლევარი დალი ცატავა;
- 3 მასტერკლასი მრავალფეროვნი ტრადიციული თუშური კერძებით;
- 3 თუშური ტრადიციული სუფრა/ვახშამი (+ თუშური ფოლკლორი)
- 3 ღამე განთავსება ნუგზარ იდოიძის და ციალა ბახტურიძის საოჯახო ტიპის სასტუმროში;
- 3 საუზმე (სასტუმროში);
- მგზავრობა თბილისიდან-თბილისამდე მაღალი გამავლობის ავტომობილით (მრავალწლიანი გამოცდილების მძღოლით);
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- პირად სამოსთან ერთად იქონიოთ თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
- პირველი დღეს გვექნება მხოლოდ ვახშამი და ბოლო დღეს მხოლოდ საუზმე;
- ფეხით სავალი მონაკვეთები: ფარსმა (400 მ., 20-30 წთ.); გირევი (1 კმ., 30-40 წთ.); კვავლო (400 მ., 20-30 წთ.); დოჭუ (400 მ., 20-30 წთ.);
Out Place