ტურის ხანგრძლივობა: 4 დღე
პირველი დღე: თბილისი - ალვანი - ომალო - შენაქო - დიკლო - ომალო გასვლა თბილისიდან (07:00-ზე ველოსიპედის ძეგლიდან) თუშეთის მიმართულებით; შესვენება თელავში; ომალოში ასვლა და განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო დასვენებისათვის (ერთი საათი).
შენაქოსა და დიკლოს მონახულება - ტრადიციული თუშური კალტის (სანათა ბებოს საფირმო კერძი) დაგემოვნება;
ვიზიტი ომალოში, ტრადიციულ თუშურ ოჯახში და მასტერკლასი: თუშური ხანჯლით დაკეპილი ხინკლის მომზადება-დაგემოვნება. ღამისთევა ომალოში.
მეორე დღე: ომალო - ქუე (ნიამორების გადმოსახედი), პირიქითის თუშეთი და სოფლები: დართლო, კვავლო, ფარსმასასტუმროში საუზმე, ძველ ომალოში კესელოს ციხეების დათვალიერება, საიდანაც იშლება თვალწარმტაცი პანორამული ხედები. თავისუფალი დრო ფოტოების გადასაღებად; ქუეს - ნიამორების გადასახედის მონახულება. ტრადიციული თუშური ოჯახის მონახულება და მასტერკლასი: ჩობან ყაურმის მომზადება ( კერძის მომზადებას სჭირდება 7-8 საათი ესაჭიროება, მასტერკლასის შემდეგ გავემგზავრებით პირიქითის თუშეთში); სოფლებში ვიზიტი: დართლო (გეგმიური სადილი), კვალო, დანო და ფარსმა. Ქუეში დაბრუნება და ვახშამი: ჩვენ მიერ მომზადებული ჩობან-ყაურმა, ასევე, მასტერკლასი, რომლის ფარგლებშც მოვამზადებთ და დავაგემოვნებთ: კოტორს, ცხვრის მწვადს, ერბოანყვას, გუდის ყველს, ხავიწს მაჭიკითა და გორდილათი - ეს ყოველივე კი, თუშური ფოლკლორის თანხლებით; დაბრუნება და ღამისთევა ომალოში.
მესამე დღე: გომეწრის ხეობა
სასტუმროში საუზმე, გომეწრის ხეობისაკენ გამგზავრება და სოფელ ბოჭორნას მონახულება (ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფლად მიიჩნევა); თავისუფალი დრო ფოტოების გადასაღებად; სოფელ დოჭუს მონახულება; ომალოში დაბრუნება და მასტერკლასი: კოტორის, დათხურის, ქუმელის, ჩავეს, ფუხლუწოს და გორდილას მომზადება-დაგემოვნება;
დაბრუნება ომალოში, ტრადიციულ თუშურ ოჯახში და ვახშამი გარმონის თანხლებით; ღამისთევა ომალოში.
მეოთხე დღე: ომალო - თბილისი
სასტუმროში საუზმე; თავისუფალი დრო ომალოში სასეირნოდ / ფოტოების გადასაღებად და გამგზავრება თბილისის მიმართულებით (საგზლად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს გაგატანთ).
ღირებულებაში შედის:- გიდის/მეგზურის მომსახურება: გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტი და გასტრონომიული მკვლევარი დალი ცატავა;- 3 მასტერკლასი მრავალფეროვანი ტრადიციული თუშური კერძებით; - 3 თუშური ტრადიციული სუფრა/ვახშამი (+ თუშური ფოლკლორი)- 3 ღამე განთავსება ნუგზარ იდოიძისა და ციალა ბახტურიძის საოჯახო ტიპის სასტუმროში;- 3 საუზმე (სასტუმროში);- მგზავრობა თბილისიდან-თბილისამდე მაღალი გამავლობის ავტომობილით (მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მძღოლით).
გთხოვთ გაითვალისწინოთ:• პირად სამოსთან ერთად იქონიოთ: თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;• პირველ დღეს გვექნება მხოლოდ ვახშამი და ბოლო დღეს მხოლოდ საუზმე;
• ფეხით სავალი მონაკვეთები: ფარსმა (400 მ., 20-30 წთ.); გირევი (1 კმ., 30-40 წთ.); კვავლო (400 მ., 20-30 წთ.); დოჭუ (400 მ., 20-30 წთ.).
გასვლის ადგილი