კონკურსები

გასტრონომიული ელჩი

"გასტრონომიული ელჩი" -  არაფორმალური დიპლომატიური სტატუსია, რომელიც კულტურის, სარესტორნო ბიზნესის, სამეცნიერო წრეების, ლიტერატურისა და სხვა მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს ენიჭებათ ყოველწლიურად, ქართული ტრადიციული გასტრონომიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აღნიშნული პროექტი ელჩების ერთობლივ, პერიოდულ შეხვედრებს ითვალისწინებს.  პროექტი  მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული სამზარეულოსა და გასტრონომიული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისა თუ ცნობადობის ამაღლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადაგმას. პროექტის ფარგლებში ,,გასტრონომიული ელჩის” სტატუსით ყოველ წელს ჯილდოვდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ადამიანებიც.

მსოფლიოს წამყვანი გასტრონომიული შეჯიბრი Bosuce d’Or 1987 წელს ლეგენდარულმა ფრანგმა შეფ-მზარეულმა, პოლ ბოკუზმა შექმნა, რომელსაც ხშირად ფრანგული კულინარიის პაპსაც უწოდებენ. პრესტიჟული შეჯიბრი სპორტული ღონისძიებების შთაგონებით შეიქმნა და დღეს Bosuce d’Or-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც გასტრონომიულ ოლიმპიურ თამაშს. შეჯიბრის მთავარი ჯილდო “ოქროს ბოკუზი” მზარეულებისთვის იგივეა რაც კინო ინდუსტრიაში ჩართული ხელოვანებისთვის ოსკარის ჯილდო. მზარეულები რომლებიც მონაწილეობას იღებენ ჩემპიონატში, მომავალში დიდი კარიერულ წინსვლის გარდა, საკუთარი ქვეყნის პრესტიჟს ამაღლებენ მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე და ყურადღების ცენტრში აქცევენ მას, რაც გასტრონომიული ტურისტულ განვითარებას საგრძნობლად ზრდის. 2019 წელს, საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’Or-ის ოჯახის ახალი წევრი და პირველად უმასპინძლა 2-3 ნოემბერს ქვეყანაში ეროვნული შესარჩევ შეჯიბრს. 2020 წელს 15-16 ოქტომბერს კი საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე, რომელიც ესტონეთში გაიმართა.

Bocuse Dor - ბოკუს დორი