ტურის ხანგრძლივობა: ტურის ხანგრძლივობა: 4 დღე / 28 საათი
პირველი დღე: თბილისი - ზუგდიდი - ენგურის წყალსაცავი - მესტია
07:00 - გასვლა თბილისიდან სვანეთის მიმართულებით;
13:00 - სადილი ზუგდიდში - „კასა დე ხასიაში”;15- წუთიანი შესვენება ენგურის წყალსაცავზე, თავისუფალი დრო ფოტოს გადასაღებად;
17:00- მესტია. დაბინავება სასტუმროში (1 საათი თავისუფალი დრო / დასვენება).
18:00 - ლალი აფციაურის ოჯახთან ვიზიტი და სვანური კერძების: ფეტვრაალის, ქნაშის, ფეტვის ჭვიშდარისა და კართოფლარის (სვანური ხაჭაპური) მასტერკლასი;
20:00- სასტუმროში განთავსება და ვახშამი.
მეორე დღე: მესტია - ჰაწვალი - ჰეშკილის ქოხები - ქორულდის ტბები - მესტია
09:00- საუზმე სასტუმროში;
10:00 - მესტიის კულტურული ძეგლების: მარგიანების საგვარეულო კოშკის, მაჩუბის (სვანური სახლი), მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმის მონახულება;
12:00 - საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე, საიდანაც მწვერვალ "უშბას" ულამაზესი პანორამული ხედები იშლება;
14:00 - მასტერკლასი ჰეშკილის ქოხებში, სადაც მოვამზადებთ: ლცფექს, მესკვლას, კუბდარს, ჭვიშტარს და დავაგემოვნებთ მინერალური მჟავე წყლებს;
18:00 - ჯიპ-ტური ქორულდის ტბებზე (ცუდი ამინდის შემთხვევაში განხორციელდება ჭალაადის მყინვარზ);
20:00 - დაბრუნება მესტიაში და ვახშამი - სვანური ტრადიციული სუფრა თამადისა და ფოლკლორის თანხლებით (ანსამბლ „რიჰოს“ მომღერლები და მოცეკვავეები); Სასტუმროში Განთავსება.
მესამე დღე: მესტია - უშგული - მესტია
09:00 - საუზმე სასტუმროში;
10:00 - გამგზავრება უშგულის მიმართულებით, შეჩერება მჟავე წყლებთან;
11:00 - სოფელ იფართან ე.წ. სიყვარულის კოშკის მონახულება.
12:00 - უშგულში ეროვნული განძთსაცავის, ლამარიას ღვთისმშობლის ეკლესიისა და თამარის კოშკების დათვალიერება. 1-საათიანი შესვენება უშგულში სასეირნოდ და ფოტოების გადასაღებად.
15:30 - მასტერკლასი უშგულში: რიტუალური ნიგვზიანი ლემზირების, ზისხორას, თაშმიჯაბის, ლეცვმარას, ჩხრეტისა და ცხუნელის მომზადება-დაგემოვნება.
20:00 - დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;
მეოთხე დღე: მესტია - ლახამურა - თბილისი
09:00 - საუზმე სასტუმროში და გამგზავრება თბილისის მიმართულებით;
11:00 - მასტერკლასი სოფელ ლახამულაში: ნარჩვის ხაჭაპურის, კუბდარის, ჭლაკვიანისა და ნარჩვის ყველის მომზადება- დაგემოვნება.
21:00 - დაბრუნება თბილისში (საგზლად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაგატანთ).
ღირებულებაში შედის:4 მასტერკლასი - მრავალფეროვნი ტრადიციული სვანური კერძებით; 3 ღამე სასტუმროში/ჰოსტელში;3 ვახშამი (სასტუმროში);1 სვანური ტრადიციული სუფრა/ვახშამი თამადის და ფოლკლორის თანხლებით; 3 საუზმე (სასტუმროში);გიდის/მეგზურის მომსახურება: გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა;საბაგიროთი გასეირნება;მუზეუმების მოსაკრებელი;ჯიპ-ტური ქორულდის ტბებზე;ფოტოგადაღება;მგზავრობა თბილისიდან-თბილისამდე.
გასვლის ადგილი