image

რესტორნის ბიზნეს მენეჯმენტი - მოკლე სასერთიფიკატო კურსი (ჯგუფი #4)

რესტორატორი, გასტრონავტის დამფუძნებელი, პერსონალური მასწავლებელი.

ვისთვისაა კურსი:
ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები, გამოცდილი მენეჯერები, შეფ-მზარეულები, F&B მენეჯერები, ფინანსური მენეჯერები, მმართველი და გენერალური დირექტორები, რესტორატორები, ჰოტელიერები, შეფმზარეულები, კვების ობიექტების მენეჯერები, ნებისმიერი ის პირი, რომელსაც გააჩნია ინტერესი, ჩაუღრმავდეს სფეროს სირთულეებს. 

 

პროგრამის მიზანი:

 

 

კურსი შექმნილია იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ყოვლისმომცველი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია წარმატებული რესტორნის დასაარსებლად და მართვისთვის.

კურსი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის, გამოცდილი მენეჯერებისთვის, შეფ-მზარეულებისთვის და ნებიასმიერი იმ პირისთვის, ვისაც გააჩნია ინტერესი და მზაობა, ჩაუღრმავდეს რესტორნის ბიზნესის სირთულეებს.

კურსის მიზანია მოგცეთ საშუალება, შეიმუშაოთ რესტორნის გახსნისა და მართვის სისტემური ხედვა, დაწყებული კონცეფციის შემუშავებიდან, მენიუს დაგეგმარებით, ფინანსური მოდელების შექმნით, მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრით, პერსონალის მართვით და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებით დამთავრებული.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი და ცოდნა იმისათვის, რომ წარმატებით დაიწყოთ და განავითაროთ საკუთარი რესტორნის ბიზნესი.

 

 

 

რა გეცოდინება კურსის დასრულებისას:

 

 

•ფინანსური მოდელის შემუშავება

•კონცეფციის ჩამოყალიბება

•ფართის მოძიების კრიტერიუმები

•ინტერიერის დიზაინის შექმნა

•კადრების შერჩევა

•საიმედო რესტორნის იმიჯის მოპოვება

•რესტორნის მართვა

•მარკეტინგული სისტემის მოწყობა

•შესყიდვების დაორგანიზება

•გაყიდვების ეფექტური ორგანიზება

•საკვების და სასმელების მენიუს შემუშავება

•ფრონტის მართვის პროცესები

•სტუმრის ნდობის მოპოვება

•სალაროს კონტროლი

•სომელიე რესტორანში

•რა არიის პროფესია “ოფიციანტი”

•სარესტორნე სერვისის ტექნიკა

•სტუმრის კატეგორია და მათი მოთხოვნები

•მომსახურების კულტურა და ეტიკეტი რესტორანში

•სადღესასწაულო ღონისძიებების მენეჯმენტი

•რესტორანი სასტუმროში

•უსაფრთხოება რესტორანში

 

 

 

რას მიიღებთ: 

 

 

•ფინანსური მოდელი

•კონცეფციის მოედლი

•ბრენდინგის მოდელი

•ფუდქოსთის მოდელი

•წევრობა დახურულ საზოგადოებაში, მომავალში მუდმივად სიახლების გაზიარება

•პრეზენტაციები კურსის შესახებ

•კურსის დასრულების სერთიფიკატი

 

 

რეგისტრაცია და გადახდის პირობები:

 

 

კურსზე დასწრების ღირებულებაა 3200 ლარი (დღგ ჩათვლით). თუ მიიჩნევ, რომ აღნიშნული გასაუბრება საჭიროა შენთვის, პირველ ეტაპზე საჭიროა რეგისტრაცია, რასაც მოახერხებ შემდეგ ბმულზე: 

 

 https://forms.gle/fDvMDdtRu9hu1ZsC7

 

გასტრონავტის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და ტრენერთან პირისპირ გასაუბრებაზე გადაწყდება, რამდენად გჭირდება ეს კურსი. გასაუბრების მიზანია ერთმანეთის გაცნობა, მოლოდინების გაზიარება და არა ვინმესათვის უარის თქმა.

 

 

ტრენინგის ფორმატი და ხანგრძლივობა:

 

• 8 შეხვედრა 2-საათიანი ხანგრძლივობით (სულ - 24 საათი);
• თარიღი: 7 აპრილი - 7 მაისი
• ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

 

 

  • პერიოდი:

    07/04/2025 - 05/05/2025

  • ხანგრძლივობა:

    8 სამსაათიანი ტრენინგი

  • ღირებულება:

    3200 (დღგ ჩათვლით) ₾