მსოფლიო საზოგადოება 2022 წლის 50 საუკეთესო რესტორნის მოლოდინში

17/07/2022

მსოფლიო გასტრონომიულ კალენდარში ათვლა დაიწყო... წამყვანი შეფ-მზარეულების, რესტორატორების, გურმანების, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური შეკრება,  18 ივლისს ლონდონში  2022 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის  დაჯილდოების ცერემონიით დაგვირგვინდება.

რამდენიმე დღიანი შეკრება  მნიშვნელოვან ღონისძებებს აერთიანებს და მათ შორისაა:  მსოფლიო გასტრონომიული  საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ფორუმი - #50BestTalks, რომელიც 17 ივლისს გაიმართება და მთავარ აქცენტს სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნებაზე გააკეთებს.  "Bring the Magic!" – ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანდებიან თანამედროვე ეპოქის ყველაზე შთამაგონებელი, გავლენიანი რესტორატორები.      როგორც ყოველთვის, მსოფლიოს 2022 წლის 50 საუკეთესო რესტორნის სია შედგენილი იქნება მსოფლიო მასშტაბით, სფეროს  გავლენიანი, 1080   ექსპერტის შეფასების საფუძველზე.

 

ვინ გახდება ინდუსტრიის ლიდერი?  მსოფლიოს რომელი რესტორანი  მოიპოვებს პირველ ადგილს საერთაშორისო რეიტინგში? ვინ შეძლებს  „საუკეთესო ქალი მზარეულის“,  „Icon Award 2022“-ისა თუ სხვა ნომინაციებში გამარჯვებას? - ამ კითხვებზე პასუხების აღმოჩენას სულ მალე, რიგით მეოცე,  „The World’s 50 Best Restaurants 2022“ სიაში შევძლებთ.